თავში

დღეიდან სილამაზის სალონები მუშაობას განაახლებს

დღეიდან სილამაზის სალონები მუშაობას განაახლებს
დღეიდან სილამაზის სალონები მუშაობას განაახლებს

18 მაისიდან იხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები.  

ყველა სალონს შეუძლია წინასწარი ნებართვების გარეშე განაახლოს მუშაობა, გარდა ისეთი სალონებისა, რომლებიც მოლებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებშია განთავსებული.

სალონებს 5 ძირითადი მოთხოვნის დაცვა მოუწევთ: მომსახურება უნდა განხორციელდეს წინასწარი ჩაწერით, ყოველ 5 კვადრატულ მეტრზე დაშვებულია ერთი ადამიანის მიღება. იქ, სადაც ვერ ხერხდება 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა, უნდა მოეწყოს დროებითი, დამცავი ბარიერები, რომელიც სადეზინფექციო ხსნარით რეგულარულად უნდა დამუშავდეს, შესასვლელში აუცილებელია დეზობარი და უზრუნველოფილი უნდა იყოს მომხმარებელ ხელის ჰიგიენა., სალაროსთან უნდა იყოს დროებითი დამცავი ბარიერიც, სავალდებულოა პირბადის ტარებაც. მოთხოვნილია ყველა ინსტრუმენტის დეზინფექცია, რომელიც აქამდეც რეგულირდებოდა მოქმედი კანონმდებლობით.

ხშირად შეხებადი ზედაპირების დეზინფექცია ყოველ ორ საათში ერთხელ უნდა განხორციელდეს, ხოლო ობიექტის სრული დეზინფექცია ყოველი დღის დასრულების შემდეგ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system