თავში

დღეიდან თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსი სატესტო რეჟიმში იმოძრავებს

დღეიდან თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსი სატესტო რეჟიმში იმოძრავებს
დღეიდან თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსი სატესტო რეჟიმში იმოძრავებს

დღეიდან თბილისში, ერთი თვის განმავლობაში, ღამის საათებში, 18-მეტრიანი ავტობუსი სატესტო რეჟიმში იმოძრავებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ განაცხადა. ავტობუსი დედაქალაქის 10 ძირითად გამზირზე იმოძრავებს და მგზავრებს არ მოემსახურება.

მისივე თქმით, სატესტო რეჟიმის მიზანია ინფრასტრუქტურული ხარვეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა, რის შემდეგაც, თბილისის 10 ძირითადი დერეფნისთვის მერია 179 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსს შეისყიდის.

მაია ბითაძის ინფორმაციით, ავტობუსები 150 მგზავრზეა გათვლილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system