თავში

დღეიდან საქართველოში შიდატურიზმი გაიხსნა

დღეიდან საქართველოში შიდატურიზმი გაიხსნა
დღეიდან საქართველოში შიდატურიზმი გაიხსნა

საქართველოში შიდა ტურისტული სეზონი გაიხსნა. 

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეიდან ადგილობრივ მოგზაურებს საშუალება ექნებათ, ესტუმრონ საქართველოს სხვადასხვა მხარეს, კურორტს, ისარგებლონ სასტუმროებისა და კვების ობიექტების მომსახურებით.

ქვეყნის ყველა დაცული ტერიტორია ვიზიტორების მიღებას იწყებს. ყველა ვიზიტორს, ტერიტორიაზე შესვლამდე, ჩაუტარდება უკონტაქტო თერმოსკრინინგი. დახურულ შენობებსა და ვიზიტორთა ცენტრებში, მათ შორის მღვიმეებში, სავალდებულოა პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა.

ვიზიტორები შემცირებული ტარიფებითა და სპეციალური შეღავათებით შეძლებენ სარგებლობას, თუმცა კორონავირუსის პრევენციისთვის შემუშავებული სავალდებულო წესების დაცვა მოუწევთ. დამსვენებლების გარდა, რეკომენდაციების გათვალისწინების ვალდებულება აქვთ ობიექტებსაც, რომლებიც სტუმრებს მიიღებენ.

საქართველო უცხოელ დამსვენებლებს 1 ივლისიდან უმასპინძლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system