თავში

დღეს 120 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

დღეს 120 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
დღეს 120 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2020 წლის 5 მაისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 107 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.500 პროცენტით, მაქსიმალური 8.900 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.715 პროცენტით განისაზღვრა.

დღესვე , 2020 წლის 5 მაისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 150 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.720 პროცენტით, მაქსიმალური 9.330 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.887 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.375 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system