თავში

დღეს 124 700 მსესხებელს სესხი გაუძვირდა

დღეს 124 700 მსესხებელს სესხი გაუძვირდა
დღეს 124 700 მსესხებელს სესხი გაუძვირდა

"საზოგადოება და ბანკების" ინფორმაციით, 2021 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 124700 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 9.5%-მდე გაიზარდა.დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 7423.1 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

1 მარტიდან 1 აპრილამდე ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა უცვლელია (124.7 ათასი), ხოლო მთლიანი პორტფელი -7328.8 მილიონიდან 7423.1 მილიონლარამდე გაიზარდა.

124700 ხელშეკრულებიდან 36200 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 983.7მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 აპრილის მდგომარეობთ 13.14% შეადგინა.

რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 აპრილის მონაცემებით 56300 სესხია მიბმული, საშუალოდ10.83%-ში. მთლიანი პორტფელი კი 2736.7 მილიონი ლარია.

28100 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნესსესხების გასაცემად, რაც 1 მარტთან შედარებით 600-ით ნაკლებია.მთლიანი პორტფელი 3477.1 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა1099.6 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 13.02%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 აპრილის მონაცემებით 2377.5 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 12.60%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 აპრილის მონაცემებით 700 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 19.5 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ14.09%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 3300 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა100.4 მილიონი ლარია.

1 აპრილის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42.8%-ია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხზე - 15.07%.

1 აპრილის მდგომარეობით, გაზრდილია სასესხო პორტფელი, ხოლო ხელშეკრულებების რაოდენობა უცვლელია. გაზრდილია საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხებზე14.61%-დან 15.07% -მდე ხოლო, შემცირებულია ავტო სესხზე - 15.86%-დან 14.09%-მდე.

ცნობისთვის, დღეს რეფინანსირების განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გამკაცრდა და  9.50 პროცენტით განისაზღვრა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 50 პუნქტით, 8.50 პროცენტამდე, გაიზარდა მარტშიც და შედეგად 124 300 მსესხებელს სესხები გაუძვირდა. საქართველოში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტზე 2020 წლის 5 აგვისტოს შემდეგ 2021 წლის 17 მარტამდე იყო. . რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით მიმდინარე წლის აგვისტოში შემცირდა და ის 8%-ზე დაფიქსირდა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-ზე უცვლელად მესამედ სექტემბერში, დღეს კი მეოთხედ დარჩა.(ნოემბერში, ოქტომბერსა და სექტემბერში).

ამჟამად, მონეტარული პოლიტიკის სიდიდით საქართველო რეგიონში მეორეა. ამ ეტაპზე რეგიონში ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი - 10,25% თურქეთს აქვს, ჩვენ მეორე ადგილზე ვიმყოფებით, 6,25%-ის ფარგლებშია ეს მაჩვენებელი აზერბაიჯანში, ხოლო სომხეთში 5,5%-ია, რუსეთში ყველაზე დაბალ დონეზეა -4,25%-ს შეადგენს.

მონატერული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილებას არ იწონებენ. ანალიტიკოსები ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის შერბილებას ურჩევდნენ, თუმცა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე დარწმუნებული იყო, რომ ეროვნულ ბანკს რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთის აწევა, ანუ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, მოუწევდა.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ელოდნენ Galt & Taggart-შიც, თუმცა ფინანსისტები ფიქრობენ, რომ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ზღუდავს ქვეყანაში იაფი ფულის მოძრაობას, რის გამოც ეკონომიკა ვერ ვითარდება და საბანკო სერვისებზე მოსახლეობის დიდ ნაწილს ხელი ვერ მიუწვდება. ამიტომაც მათი ნაწილი მოუწოდებდა სებ-ს. რომ საპროცენტო განაკვეთების შემცირება დაეწყო. მათი რეკომენდაციით, ქვეყანაში მონეტარული პოლიტიკა უნდა შერბილდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system