თავში

დღეს ADB-ი 53-ე ყოველწლიურ შეხვედრას ვირტუალურად გახსნის

დღეს ADB-ი 53-ე ყოველწლიურ შეხვედრას ვირტუალურად გახსნის
დღეს ADB-ი 53-ე ყოველწლიურ შეხვედრას ვირტუალურად გახსნის

დღეს აზიის განვითარების ბანკის (ADB) 53-ე ყოველწლიური შეხვედრის ორდღიანი ვირტუალური ღონისძიება იხსნება.

ვებინარებში მონაწილეობას მიიღებენ რეგიონის ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრები, განვითარებისა და ინდუსტრიის ექსპერტები და ADB-ის მენეჯმენტი, განხილული იქნება აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის გამოწვევები კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვებინარები ასევე დაეთმობა თემებს: უნივერსალური ჯანდაცვით დაფარვა, რეგიონული თანამშრომლობა, ტექნოლოგია და ინვესტიციები, მედეგი და მრავალმხრივი აღდგენა და შიდა რესურსების მობილიზება.

ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, დღეს ასევე გაიმართება, ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) მაღალი დონის ვებინარი თემაზე: რეგიონული თანამშრომლობა კოვიდ-19-ის დროს: მიღებული გაკვეთილები და სამომავლო პერსპექტივები

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ყოველწლიური შეხვედრის გვერდს:
https://www.adb.org/annual-meeting/2020/main

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system