თავში

დღეს ბორჯომის ჩამოსხმა გაჩერდება

დღეს ბორჯომის ჩამოსხმა გაჩერდება
დღეს ბორჯომის ჩამოსხმა გაჩერდება

დღეს, 18 მაისს, 10:00 საათიდან, ბორჯომის ქარხნის მუშები აქციას გამართავენ. აქცია გაფიცვის სახეს მიიღებს და მთლიანი ქარხანა გაჩერდება. ამის შესახებ report.ge-ს საქართველოს პროფკავშირებიდან აცნობეს. გაფიცვის ორგანიზატორი აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირია. გაფიცულთა ძირითადი მოთხოვნებია: ხელფასების ზრდა, დასვენებისა და შესვენების უფლება და კომპანიაში პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვა.

"კომპანიას, დასაქმებულებსა და აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირებს შორის 21 დღიანი მედიაცია მიმდინარეობდა, რომელიც მოლაპარაკების გარეშე დამთავრდა, რის შემდეგაც დასაქმებულები კანონიერ გაფიცვას იწყებენ. დასაქმებულები ღირსეულ შრომის პირობებს ითხოვენ," - აცხადებენ გაფიცვის ორგანიზატორები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system