თავში

დღეს დეპუტატები 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიას განიხილავენ

დღეს დეპუტატები 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
დღეს დეპუტატები 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიას განიხილავენ

პარლამენტი დღეს  2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის საბოლოო ვერსიას განიხილავს.

ცნობილია, რომ საპარლამენტო ოპოზიცია პოლიტიკურ ბოიკოტს აგრძელებს და 2020 წლის ბიუჯეტის კანონპროექტს მხარს არ უჭერს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მომავალი წლის ბიუჯეტს მხარი უკვე დაჭირა. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის, თქმით, ბიუჯეტის დაკორექტირებულ ვარიანტში მთავრობამ პარლამენტის შენიშვნების მნიშვნლოვანი ნაწილი გაითვალისწინა.

„მოგეხსენებათ, სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსია ითვალისწინებს თითქმის მილიარდ ასი მილიონით მეტის დახარჯვას მომავალს წელს, ვიდრე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ითვალისწინებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალ წელს იზრდება პენსიები ყველა კატეგორიის პენსიონერისთვის, ხელფასები ჯანდაცვის მუშაკებისთვის, პოლიციელების, ჯარისკაცებისათვის. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ თითქმის სამი მილიარდ შვიდასი მილიონი არის გამოყოფილი ეკონომიკური პროექტებისათვის. ასევე, კორექტირებული არის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, განსხვავებით პირველად ვერსიისაგან და ეკონომიკური ზრდა არის ნაჩვენები 4,5 პროცენტით. ბუნებრივია, იქნება კითხვები. ველოდებით ადეკვატურ პასუხებს ფინანსთა მინისტრისაგან“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო დოკუმენტში ასიგნებები 14 მილიარდ 432 მილიონ ლარამდეა გაზრდილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system