თავში

დღეს ქართულ-გერმანული ბიზნესდიალოგი მეორედ შედგა

დღეს ქართულ-გერმანული ბიზნესდიალოგი მეორედ შედგა
დღეს ქართულ-გერმანული ბიზნესდიალოგი მეორედ შედგა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, „ქართულ-გერმანული ბიზნესდიალოგის“ ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 

„ქართულ-გერმანული ბიზნესდიალოგის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, ნათია თურნავამ გერმანელ კოლეგასთან ერთად გობალური პანდემიის ფონზე საქართველო - გერმანიის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა და ყურადღება გამახვილდა ნაბიჯებზე, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიდგას. მისი თქმით, პანდემიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საქართველოს ეკონომიკას და შემოაბრუნა ის პოზიტიური ტენდენციები, რაც პანდემიამდე ფიქსირდებოდა ეკონომიკის ყველა მიმართულებით. მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი ტურიზმის სექტორზე გააკეთა. მისი თქმით, საქართველო მსოფლიოს უდიდესი ტურისტული გამოფენის ITB Berlin 2023 - ის ოფიციალური მასპინძელი ქვეყანაა, რაც ხელს შეუწყობს მთელს მსოფლიოში, მათ შორის, გერმანიაში საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების, პოპულარიზებას.

ონლაინ შეხვედრაზე გერმანიის მხარეს წარმოადგენდა გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალური მინისტრის მოადგილე თომას ბარაისი. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ორივე ქვეყნის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები ლევან იზორია და ჰუბერტ ქნირში, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი და საქართველოს სავაჭრო-პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია. 

ქართულ-გერმანული ბიზნესდიალოგის ფარგლებში ეს უკვე მეორე შეხვედრაა. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორი ქვეყნის დარგობრივი უწყებების მხარდაჭერით ჩამოყალიბებული „ქართულ-გერმანული ბიზნესდიალოგის“ ფარგლებში, საქართველოსა და გერმანიას შორის პირველი თემატური ონლაინ შეხვედრა 5 მაისს შედგა სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system