თავში

დღეს ლარის კურსი დოლარის მიმართ უმნიშვნელოდ შეიცვალა

დღეს ლარის კურსი დოლარის მიმართ უმნიშვნელოდ შეიცვალა
დღეს ლარის კურსი  დოლარის მიმართ უმნიშვნელოდ შეიცვალა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.3043 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.3044 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0001  პუნქტით გამყარდა.

1 ევროს შეძენა კი 4.0147  ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 4.0228 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0081  პუნქტით გამყარდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 25 იანვარს დაადგინა, ხვალიდან, 26 იანვრიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2993 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system