თავში

დღეს მსოფლიო სტატისტიკის დღეა

დღეს მსოფლიო სტატისტიკის დღეა
დღეს მსოფლიო სტატისტიკის დღეა

დღეს, 20 ოქტომბერს, საერთაშორისო საზოგადოება სტატისტიკის მსოფლიო დღეს აღნიშნავს.

საქსტატის ცნობით, სტატისტიკის მსოფლიო დღედ 20 ოქტომბერი 2010 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის № 64/267 რეზოლუციით დაწესდა და 5 წელიწადში ერთხელ აღინიშნება.

მსოფლიო სტატისტიკის დღეს გაეროს სტატისტიკის სამმართველო (UNSD), გაეროს რეგიონული ოფისები და გაეროს წევრი 200-მდე ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურები სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავენ.

"გლობალური პანდემიის პირობებში, განსაკუთრებით აქტუალურია ამ დღის აღნიშვნა, როცა ამ ურთულეს პერიოდში ჩვენ ვაგრძელებთ სტატისტიკური სისტემების ადაპტირებას Covid-19-ით გამოწვეულ მოთხოვნებთან. სანდო ოფიციალური სტატისტიკის ძლიერი მომავალი პროფესიულ დამოუკიდებლობაზე, ობიექტურობასა და საზოგადოების ნდობაზეა დაფუძნებული. ეს მიმართულებები ჩვენთვის კვლავაც მნიშვნელოვან პრიორიტეტებად რჩება“, - აღნიშნა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.

საქსტატის განმარტებით, მსოფლიო სტატისტიკის დღე საშუალებას იძლევა აღიარებული იქნას ოფიციალური სტატისტიკის მრავალი მიღწევა და ძირითადი ღირებულებები, სანდოობა და პროფესიონალიზმი, ასევე, დაისახოს მომავლის გეგმები და ამოცანები. 

"ეს არის დღე, როცა განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავთ ყველა სტატისტიკოსის მიმართ, მათ მიერ გაწეული დაუღალავი შრომისთვის, სანდო და დროული სტატისტიკური მონაცემების წარმოებასა და გავრცელებაში, რომელიც უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად და ეფექტიანი პოლიტიკის შესამუშავებლად. ყველა სტატისტიკოსს ვულოცავთ მსოფლიო სტატისტიკის დღეს!“, - აცხადებენ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system