თავში

დღეს პარლამენტი 2020 წლის ბიუჯეტს კენჭს უყრის

დღეს პარლამენტი 2020 წლის ბიუჯეტს კენჭს უყრის
დღეს პარლამენტი 2020 წლის ბიუჯეტს კენჭს უყრის

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრის.

ოპოზიცია ბიუჯეტის ამ ვერსიას მხარს არ უჭერეს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე, კი აცხადებს, კორექტირებულ ბიუჯეტში მაკრო ეკონომიკური პარამეტრები სრულად შენარჩუნებულია.

ცნობისთვის, 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტი 15 923 800 000 ლარით განისაზღვრა.

კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო, ბიუჯეტში, შემოსავლის სახით, 1,8 მილიარდი ლარის დანაკლისია პროგნოზირებული. დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით შემცირდება.

საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტი საკანონმდებლო ორგანოში 9 ივნისს დარეგისტრირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system