თავში

დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში აუდიტის სამსახური 2018 წლის ანგარიშს წარადგენს

დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში
დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში აუდიტის სამსახური 2018 წლის ანგარიშს წარადგენს

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი, ირაკლი მექვაბიშვილი დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში აუდიტის სამსახურის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.


2018 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 90 აუდიტი ჩაატარა და ჯამურად დაფარა 11 მლრდ ლარი, რაც ქვეყნის ნაერთი ბიუჯეტის 85%-ს შეადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელთან შედარებით შემცირდა ფინანსური აუდიტების რაოდენობა, რაც გამოწვეული იყოს მთავრობის სტრუქტურაში განხორციელებული ცვლილებებით (სამინისტროების გაერთიანებით), 4%-ით გა­ იზარდა ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი.

„2018 წელს აუდიტის სამსახურმა ჩაატარა 25 ფინანსური და 53 შესაბამისობის აუდიტი, რაც მთლიანი განხორციელებული აუდიტორული საქმიანობის 87%-ს შეადგენს. ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი დარღვევების ჯამურმა მოცულობამ 66 მლნ ლარი შეადგინა. აღნიშნული ძირითადად წარმოადგენს საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი, არაეკონომიური და არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევებს და არ მოიცავს აღრიცხვა­ანგარიშგების მიმართულებით იდენტიფიცირებულ ნაკლოვანებებს“-ნათქვამია აიუდიტის სამსახურის 2018 წლის ანგარიშში.

დარღვევების ყველაზე დიდი წილი, 21 019 ათასი ლარის დარღვევა შესყიდვების მართვაში გამოვლინდა. აქტივების მართვის კუთხით აუდიტმა 20 248 ათასი ლარის დარღვევა დააფიქსირა. საბიუჯეტო რესურსების მართვის კუთხით კი გამოვლენილია 24, 452 ათასი ლარის დარღვევა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system