თავში

დღეს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდი გაიყიდა

დღეს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე
დღეს  სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდი გაიყიდა

2019 წლის 22 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 162 955 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.675 პროცენტით, მაქსიმალური 9.290 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.143 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.000 პროცენტს შეადგენდა.

კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system