
დღეს საქსტატი სექტემბერში ინფლაციის მაჩვენებელს გამოაქვეყნებს.
2021 წლის აგვისტოში წლიური ინფლაცია 12.8 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო ივლისთან შედარებით ფასებმა 0.7 პროცენტით მოიმატა.
ამასთან, სებ-ის ანგარიშის მიხედვით, აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ იმპორტირებულ საქონელზე 18.7 პროცენტამდე მოიმატა, ხოლო ადგილობრივად წარმოებულ საქონელზე 8.2 პროცენტი შეადგინა. შერეული საქონელი 16.5 პროცენტით გაძვირდა.