თავში

დღეს ვაქცინაციისა და COVID-რეგულაციების თემაზე მრგვალი მაგიდა გაიმართება

დღეს ვაქცინაციისა და COVID-რეგულაციების თემაზე მრგვალი
დღეს ვაქცინაციისა და COVID-რეგულაციების თემაზე მრგვალი მაგიდა გაიმართება

„ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო“-ს ორგანიზებით ჩატარდება მრგვალი მაგიდა „ვაქცინაცია და რეგულაციები“. აღნიშნულ შეხვედრაზე განხილული იქნება ვაქცინაციისა და ახალი რეგულაციების შემუშავების საკითხები, რაც უმნიშვნელოვანესია მცირე და საშუალო ბიზნესის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი; სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი თეონა ქაშიბაძე. შეხვედრას დაესწრება 15-მდე ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი, ასევე, „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ წევრი კომპანიების წარმომადგენლები. შეხვედრის ჩატარების ადგილია - სასტუმრო ბილტმორ თბილისი, ამფითეატრი, იმელის შენობა, მეორე სართული, რუსთაველის გამზ. 29.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system