თავში

დღეს ზეთისხილის მსოფლიო დღეა

დღეს ზეთისხილის მსოფლიო დღეა
დღეს ზეთისხილის მსოფლიო დღეა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს (IOC) ონლაინ საერთაშორისო სემინარში „ზეთისხილის ზეთის სამომავლო პერსპექტივები“ მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა, სიტყვით გამოსვლისას, საერთაშორისო საბჭოს წევრებს ზეთისხილის მსოფლიო დღე მიულოცა.

„საქართველო, 2019 წლიდან, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ოჯახის წევრია, რაც დარგის განვითარების ხელშემწყობ უალტერნატივო პლატფორმას წარმოადგენს. რომ არა პანდემია, წელს თბილისი საბჭოს სხდომის მასპინძელი იქნებოდა. ვიმედოვნებ, მორიგი საბჭოს სხდომის მასპინძლობის შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში მოგვეცემა“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებაა. ქვეყანაში ზეთისხილის პლანტაციების გაშენება ქვეყნის ეკონომიკურ წახალისებასა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

საბჭოს სხდომას, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე ესწრებოდა.

შეგახსენებთ, მომავალ წელს, საქართველოში 100 ჰა მიწის ფართობზე იგეგმება ახალი ნარგაობების გაშენება და ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს მიერ საქართველოსთვის ტექნიკური დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში, ქვეყანაში ზეთისხილის წარმოება მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ცნობისთვის, საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრი 2019 წელს გახდა და, ამავე წელს, ჩვენი ქვეყანა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 2020 წლის პრეზიდენტ ქვეყანად ოფიციალურად დასახელდა.

ზეთისხილის საერთაშორისო საბჭო, რომელიც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს, 1959 წელს, მადრიდში დაარსდა. საბჭოს მიზანი ზეთისხილის პირველადი წარმოებისა და ექსპორტის მხარდაჭერაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system