თავში

დღგ-ის გადამხდელ საწარმოებს ბრუნვა 3.9%-ით შეუმცირდათ

დღგ-ის გადამხდელ საწარმოებს ბრუნვა 3.9%-ით შეუმცირდათ
დღგ-ის გადამხდელ საწარმოებს ბრუნვა 3.9%-ით შეუმცირდათ

ივლისში საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით შემცირდა, ხოლო 2020 წლის პირველ 7 თვეში ეკონომიკის ვარდნამ 5.8 % შეადგინა. ამის შესახებ დღეს საქსტატის პრეზიდენტმა გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, ივლისში დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ჯამურმა ბრუნვამ 7.2 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.9 %-ით არის შემცირებული.

დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის რეკორდული შემცირება აპრილში დაფიქსირდა, როცა ბრუნვის მოცულობა 4.2 მლრდ ლარამდე, 32.8 %-ით, დაეცა, მაისში ბრუნვა 5.4 მლრდ ლარამდე, 22.2 %-ით, შემცირდა, ივნისში კლება - 6.2 %-ამდე იყო და საწარმოთა ბრუნვა 6.5 მლრდ ლარს გაუტოლდა.

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახური დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების საფუძველზე ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system