თავში

"დიდგორი მეომარი" ტესტირებას ორ სხვადასხვა ქვეყანაში გადის

"დიდგორი მეომარი" ტესტირებას ორ სხვადასხვა ქვეყანაში გადის
დიდგორი მეომარი ტესტირებას ორ სხვადასხვა ქვეყანაში გადის

სსიპ სამხედრო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ საბრძოლო მანქანა „დიდგორი მეომარი“ ტესტირებას ორ სხვადასხვა ქვეყანაში პარალელურად გადის. „დელტას“ გენერალური დირექტორის, უჩა ძოძუაშვილის თქმით, ცდების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ტექნიკას ამ ქვეყნების ძალოვანი სტრუქტურები შეიძენენ. ძოძუაშვილი მეტ დეტალებს კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე არ ასაჯაროვებს. ტესტირების პასუხს "დელტა" წლის ბოლოს ელოდება. 

„დელტას“ გენერალური დირექტორის, უჩა ძოძუაშვილის თქმით, საერთაშორისო ბაზარზე „დელტა“ საკმაოდ კონკურენტუნარიანია.

„საკმაოდ მარალია კონკურენცია სამხედრო ნაწარმის საერთაშორისო ბაზარზე, თუმცა ჩვენ ვახერხებთ პრიორიტეტების დაფიქსირებას. ჩვენი ინტელექტუალური რესურსი საშუალებას გვაძლევს, ძალიან მოკლე დროში დავაკმაყოფილოთ ის სპეციფიკური მოთხოვნები, რასაც კლიენტი გვიყენებს. შესაბამისად, ეს გარკვეული კონკურენტული უპირატესობაა. კონკურენტული უპირატესობაა ისიც, რომ „დელტას“ აქვს საშუალება, რესურსული გამოცდები, თუ სხვადასხვა ბალისტიკური გამოცდები, საქართველოში სწრაფად განახორციელოს. საბოლოო ჯამში, კონკურენტებს დროში ვუგებთ“, – განმარტა უჩა ძოძუაშვილმა.

ძოძუაშვილის ინფორმაციით, ქართული წარმოების პროდუქცია ფართოდ არის დანერგილი ქართულ ჯარში.

„უკვე რამდენი წელია, ჯარის პირადი დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფა ჩვენი პროდუქციით ხდება. ეს ტენდენცია კიდევ უფრო ძლიერდება. ჩვენი ჯავშანმანქანები თავდაცვის სამინისტროში გამოიყენება. მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, რათა ის კომპლექსები, რასაც თავდაცვის სამინისტროს ვუქმნით, სამინისტროს განაწესებს და შიდა რეგულაციებს მოერგოს და ჯარის ოპერირების სტრუქტურაში ჩაჯდეს. ამ მიმართულებით თავდაცვის სამინისტროსგან ძალიან დიდ მხარდაჭერას ვიღებთ და ვფიქრობთ, რომ „დელტას“ ტექნიკური შესაძლებლობის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნებს დავფარავთ“, – აღნიშნა ძოძუაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system