თავში

დიდი ალბათობით, ავიაბილეთები გაძვირდება

დიდი ალბათობით, ავიაბილეთები გაძვირდება
დიდი ალბათობით, ავიაბილეთები გაძვირდება

ავია ექსპერტ იასე ზაუტაშვილის განცხადებით, ავიაბილეთები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გაძვირდება და ვერც საქართველო იქნება გამონაკლისი. მისი პროგნოზით, ფასი დაახლოებით 30-40%-ის ფარგლებში მოიმატებს. როგორც report.ge-თან საუბრისას ექსპერტმა განაცხადა, საფასო ცვლილება მხოლოდ  Wizz Air-ის ბაზრიდან გასვლით არ იქნება გამოწვეული და ძირითადად covid-19-თან დაკავშირებული ახალი სტანდარტის დაწესება, ასევე ავიაკომპანიების რაოდენობის კლება გამოიწვევს.

,,ავიაბილეთებზე ფასების ზრდა გარდაუვალია. ეპიდემიამ ისეთი რეალობა შექმნა, რომ ,,იაფი ფრენები" ფაქტობრივად, წარმოუდგენელი იქნება. ეს არ არის მხოლოდ კონკრეტული ქვეყნის პრობლემა, რადგან ბევრი ავიაკომპანია გაკოტრდა მსოფლიოში, მილიარდობით ზარალს განიცდიან. როგორც კი საზღვრები გაიხსნება და გაჩნდება მოთხოვნა, ეს ტარიფებზე ასახვას ჰპოვებს. გარდა ამისა, ცვლილება განპირობებული იქნება ახალი რეგულაციებით, რის საჭიროებაც copvid-19-მა შექმნა. კერძოდ, მგზავრთა რაოდენობასთან დაკავშირებულმა შეზღუდვამ და დამატებით სხვა ხარჯმაც, რაც ეპიდემიის პრევენციის მიზნით უნდა გატარდეს. მით უმეტეს, თითქმის გადაწყვეტილია  შუა სავარძლის ამოღება მოხდეს დისტანციის მიზნით, რაც გარანტირებულად გააძვირებს ბილეთის ფასს. ცხადია, ამ პროცესს დაბალბიუჯეტიანი კომპანიების ბაზრიდან გასვლას ვერ დავაბრალებთ. ჩემი აზრით, ფრენები დაახლოებით 30-40%-ით გაძვირდება", - ვარაუდობს იასე ზაუტაშვილი.

ფაქტია, რომ COVID-19-ის პანდემიის ფონზე საავიაციო ბაზარზე ცვლილებები გარდაუვალია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა თამარ არჩუაძემ ამ რამდენიმე დღის წინ განმარტა, რომ მოსალოდნელია განმარტებითი ცვლილებები როგორც მგზავრთა ნაკადის, ასევე ავიაკომპანიებისა და სიხშირეების მიმართულებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system