თავში

დიღმის ჭალების პარკს 13 მილიონ ლარად "გრინსერვისი+“ მოაწყობს - PHOTO

დიღმის ჭალების პარკს
დიღმის ჭალების პარკს 13 მილიონ ლარად გრინსერვისი+“ მოაწყობს - PHOTO

თბილისში დიღმის ჭალების  პარკის მოწყობის მიზნით, ტენდერი მეორედ 1-ელ ივლისს გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 14 864 406 ლარი იყო, თუმცა, გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება 13 067 875.50 ლარზე გაფორმდა. ტენდერში ორი პრეტენდენტი მონაწილეობდა. ესენი იყვნენ: „ინშაათ საქართველო Inshaat Georgia“ და „გრინსერვისი+“, რომელთაგან გამარჯვებულად სატენდერო კომისიამ „გრინსერვისი+“ ცნო. ამ ეტაპზე კი ხელშეკრულების გაფორმების პროცესი მიმდინარეობს.

რეესტრის ბოლო, 9 სექტემბრის ამონაწერით, კომპანიის 34%-იან წილს ტარიელ კიკნაძე, 33%-33%-იან წილებს კი კობა ხარშილაძე და ლაშა ფურცხვანიძე ფლობენ.

რაც შეხეება უშუალოდ პროექტს, გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, ტერიტორიაზე მათ შორის მოეწყობა: ხელოვნური ტბა, ამფითეატრი და მედიათეკა, საბავშვო ატრაქციონები, სპორტული სივრცე, 40 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი, გაიხსნება მდინარე მტკვრის სანაპირო და ეკო ხიდი მოეწყობა. რაც შეეხება დენდროლოგიას, პარკის ტერიტორიაზე ჯამში, 752 ახალი მცენარე დაემატება.

ამასთან, დოკუმენტაციის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოების მიწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 480 კალენდარული დღე (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით), ხოლო, დენდროლოგიური ნაწილის მიწოდების ვადა - არაუგვიანეს 2020 წლის 30 ნოემბერია (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით).

შეგახსენებთ, რომ ეს უკვე მეორე ტენდერი იყო, რადგან 1-ლი, ივნისში გამოცხადებული ტენდერი შეწყდა, რისი მიზეზიც სატენდერო კომისიის ცნობით, ხარჯთაღრიცხვის კორექტირების საჭიროება იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system