თავში

დიმიტრი ხუნდაძე: ასჯერ გაზომვა და ერთხელ გაჭრა აღარ გამოგვადგება

დიმიტრი ხუნდაძე: ასჯერ გაზომვა და ერთხელ გაჭრა აღარ გამოგვადგება
დიმიტრი ხუნდაძე: ასჯერ გაზომვა და ერთხელ გაჭრა აღარ გამოგვადგება

ყველა შემდგომი ფაზის სიმძიმეს განაპირობებს ის თუ როგორ გავივლით წინა ფაზას. ჩვენ გავიარეთ შეკავების ფაზა სწორად, ამიტომ სცენარიც პრეკრიზისული არის შედარებით მსუბუქი. მაგრამ წინ გვაქვს კრიზისული ფაზა - ამის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. 

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს სტრატეგიული გეგმა სწორად არის შედგენილი, თუმცა მაქსიმალური შედეგის მისაღწევად თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა და რეკომენდაციების შესრულება არის საჭირო.

მისი თქმით, რეგიონებში მუშაობა სისტემატურად გრძელდება და მნიშვნელოვანია ამ პროცესში ყველას ჩართულობა.

შემდგომი დღეები არის ძალიან მნიშვნელოვანი ამიტომ სწორად სწორად დაგეგმვა. თუკი მივიღებთ ნახტომისებურ ზრდას შესაძლოა ჯანდაცვის სისტემის რესურსი აღმოცნდეს არასაკმარისი. ტალღისებური ზრდის შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს რეფერირება რეგიონებიდან პაციენტების დიდ ქალაქებში. რაც დიდი ტვირთი იქნება, თუ ცუდი სცენარით წავედით. ახლა დასაკარგი დრო არ არის. ასჯერ გაზომვა და ერთხელ გაჭრა აქამდე მუშაობდა, დღეს ამ რეჟიმში, სწრაფად უნდა გავზომოთ და სწრაფად გადავჭრათ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ეს იყოს კატასტროფული შედეგი“, - განაცხადა ხუნდაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system