თავში

დისბალანსი ელექტროენერგიის გამომუშავება- მოხმარებაში

დისბალანსი ელექტროენერგიის გამომუშავება- მოხმარებაში
დისბალანსი ელექტროენერგიის გამომუშავება- მოხმარებაში

ელექტროენერგიის გამომუშავებამ სექტემბერში 821 მლნ კვტ/სთ შეადგინა რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3%-ით ნაკლებია.

კლება ჰიდროსადგურების გენერაციის შემცირებამ გამოიწვია. თუ 2018 წლის სექტემბერში ჰესებმა 680 მლნ კვტ/სთ-ის გამომუშავება შეძლეს, 2019 წლის სექტემბერში ეს მაჩვენებელი 607 მლნ კვტ/სთ-მდე შემცირდა, რაც 11%-იან ვარდნას ნიშნავს.

ჰესების საპირისპიროდ 29%-ით 207 მლნ კვტ/სთ-მდე გაიზარდა თბოსადგურების გამომუშავება, თუმცა მან საერთო სურათი მაინც ვერ შეცვალა.

სექტემბერში ქსელში მიწოდება 5%-ით 1.023 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზარდა. 33%-ით 185 მლნ კვტ/სთ-მდე გაიზარდა იმპორტიც. ექსპორტი გასული წლის მსგავსად ამჟერადაც ნულოვან დონეზე შენარჩუნდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system