თავში

დისტანციურად მუშაობის კომფორტულობით საქართველო მსოფლიოში მეორე ქვეყანაა

დისტანციურად მუშაობის კომფორტულობით საქართველო
დისტანციურად მუშაობის კომფორტულობით საქართველო მსოფლიოში მეორე ქვეყანაა

საქართველომ მე-2 ადგილი დაიკავა მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნებს (50 ქვეყანა) შორის, საიდანაც დისტანციურად მუშაობა შეუძლიათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. 

რეიტინგში საქართველოს მხოლოდ ესტონეთი უსწრებს.  მას ჩამორჩება ისეთი ქვეყნები როგორიცაა: სერბეთი, ინდონეზია, ტაილანდი, გერმანია, სინგაპური, არგენტინა, ვიეტნამი, სლოვენია, კანადა. 50 ქვეყანას შორის ბოლო ათეულშია: ტაივანი, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, შოტლანდია, ბარბადოსი, პორტუგალია, ესპანეთი, მექსიკა და ახალი ზელანდია. 

“დისტანციურად საქართველოდან” პროექტით მხოლოდ კერძო საკარანტინე სასტუმროებში გაწეული დანახარჯი 1 128 000 ₾ აღემატება. კარანტინის ვადის გასვლის შემდგომ - ბინების, ავტომანქანების და სხვა სერვისების ქირავნობა თუ შესყიდვა საშუალოდ 6 თვით, რა თქმა უნდა, საგრძნობლად მეტ ეკონომიკურ სარგებელს უტოლდება. პანდემიის და დაკეტილი საზღვრების პირობებში ხელახლა შესაფასებელია პროექტის პოტენციალი (არსებული ეკონომიკური ეფექტის გათვალისწინებით) და სამსჯელოა რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა იმისთვის, რომ უსაფრთხოდ შევძლოთ მეტი მხარჯველუნარიანი ტურისტის გრძელი ვადით მასპინძლობა," - განმარტებულია სტატიაში. 

ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტის "იმუშავე საქართველოდან" ფარგლებში 27 აგვისტოდან 25 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოდან მუშაობის სურვილი აქვს სხვადასხვა ქვეყნის 1,100-მდე მოქალაქეს.

შეგახსენებთ, 95 ქვეყნის დისტანციურად მომუშავე სხვადასხვა გლობალური კომპანიის თანამშრომლებს, საქართველოს მთავრობა სთავაზობს, მინიმუმ 180 დღის განმავლობაში დისტანციურად შეასრულონ სამუშაო.

ჩამოსვლის მსურველები წინასწარ, https://stopcov.ge/-ზე ავსებენ სპეციალურ ფორმებს და დოკუმენტურად ადასტურებენ ქვეყანაში შემოსვლისთვის აუცილებელ პირობებს. გარდა ამისა, მათ საკუთარი სახსრებით სრულად უნდა უზრუნველყონ 2 კვირიანი კარანტინის გავლა და ტესტირება.

ქვეყნების სრული სია, რომლებზეც ვრცელდება პროგრამა "იმუშავე საქართველოდან":

● ავსტრალია,
● ავსტრია,
● აზერბაიჯანი,
● ალბანეთი,
● ანდორა,
● ანტიგუა და ბარბუდა,
● არაბთა გაერთიანებული საამიროები,
● არგენტინა,
● ახალი ზელანდია,
● ბარბადოსი,
● ბაჰრეინი,
● ბაჰამის კუნძულები,
● ბელორუსი,
● ბელგია,
● ბელიზი,
● ბოსნია და ჰერცოგოვინა,
● ბოტსვანა,
● ბრაზილია,
● ბრუნეი,
● ბულგარეთი,
● გერმანია ,
● დანია,
● გაერთიანებული სამეფო,
● დომინიკის რესპუბლიკა,
● სალვადორი,
● ეკვადორი,
● ესპანეთი,
● ესტონეთი,
● თურქეთი,
● თურქმენეთი,
● იაპონია,
● იორდანიის ჰაშიმიტური სამეფო,
● ირლანდია,
● ისლანდია,
● ისრაელი,
● იტალია,
● კანადა,
● კატარის სახელმწიფო,
● კვიპროსი,
● კოლუმბია,
● სამხრეთ კორეა,
● კოსტა რიკა,
● ლატვია,
● ლიტვა,
● ლიბანი,
● ლიხტენშტეინი,
● ლუქსემბურგი,
● მავრიკი,
● მალაიზია,
● მალტა,
● მექსიკა,
● მონაკო,
● მოლდოვა,
● მონტენეგრო,
● ნიდერლანდები,
● ომანი,
● პანამა,
● პოლონეთი,
● პორტუგალია,
● რუმინეთი,
● რუსეთის ფედერაცია,
● საბერძნეთი,
● სამხრეთ აფრიკა,
● სან მარინო,
● საუდის არაბეთი,
● საფრანგეთი,
● სერბეთი,
● სინგაპური,
● სლოვაკეთი,
● სლოვენია,
● სომხეთი,
● ტაილანდის სამეფო,
● ტაჯიკეთი,
● აშშ,
● უზბეკეთი,
● უკრაინა,
● უნგრეთი,
● ფინეთი,
● ქუვეითი,
● ყირგიზეთი,
● ყაზახეთი,
● შვედეთის სამეფო,
● შვეიცარიის კონფედერაცია,
● ვატიკანი,
● ხორვატია,
● ჰონდურასი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system