თავში

დისტანციური სესიები მეწარმეობაში - PHOTO

დისტანციური სესიები მეწარმეობაში
დისტანციური სესიები მეწარმეობაში - PHOTO

GITA- მ და BTU -მ ახალი საგანმანათლებლო პროექტი წარადგინა, რომელიც ონლაინ რეჟიმში მეწარმეობის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით სესიების ჩატარებას გულისხმობს.

პროექტი უახლოეს მომავალში ამოქმედდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინიციატივით, სფეროში ცოდნის გადაცემის ციკლი არ შეწყდება და წარიმართება პროფესორების, სტარტაპების, დარგის ექსპერტების ჩართულობით.

ქვეყანაში კორონავირუსის გამო შექმნილის ვითარების გამო, რისკების თავიდან აცილების მიზნით, ტრენინგების, გადამზადების კურსების და პროგრამების დიდი ნაწილი გაუქმდა ან გარკვეული ვადით გადაიდო.

როგორც report.ge-ს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს, ინიცირებული სოციალური პროექტი, ონლაინ რეჟიმში იქნება ღია ნებისმიერი მსურველისთვის, რომელსაც აინტერესებს გაიღრმაოს ცოდნა სტარტაპ აქსელერაციის, ფინანსებთან წვდომის, ინვესტორებთან ურთიერთობის ფორმების, სხვადასხვა ტექნოლოგიური ტრენდების და ზოგადად, სტარტაპ ეკოსისტემის შესახებ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system