თავში

დისტრიბუციის ტექნიკური მხარე გაუმჯობესდება

დისტრიბუციის ტექნიკური მხარე გაუმჯობესდება
დისტრიბუციის ტექნიკური მხარე გაუმჯობესდება

პროფესიონალ მძღოლებს, გადამზიდავებს, სატრანსპორტო საშუალებებს და სხვა ტექნიკური ფროფესიების ადამიანებს, „კავკასიის სასწავლო და საგამოცდო ცენტრში“ გადაამზადებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით  საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციასა (GDBA) და საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციას (ICCA)  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამიერიდან დისტრიბოტორთა ასოციაციების წევრი კომპანიების მფლობელობაში არსებული 4000-მდე ავტომობილი მაღალი დონის ინსპექტირებას და სისტემატურ მონიტორინგს დაექვემდებარება.

როგორც საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი report.ge-თან ამბობს, სასწავლო-საგამოცდო ცენტრი არის კავკასიის რეგიონში ერთადერთი, რომელიც ტექნიკური დარგის სპეციალისტებს გადაამზადებს. გარდა თეორიული სწავლებისა, სასწავლო ცენტრში ჩატარდება პრაქტიკული მეცადინეობები, რისთვისაც ტექნიკური ინსპექტირების 7 ხაზი მოეწყობა. 

,,ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია გამოდის ახალი იდეით, რომ სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობა შევინარჩუნოთ არა უშუალოდ ინსპექტირებისას, არამედ სისტემატურად ანუ ინსპექტირებიდან ინპექტირებამდე  ავტომობილს გაეწიოს მონიტორინგი. ინსპექტირებას უზრუნველვყოფთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ შემთხვევაში ჩვენი ვიქნებით გარანტი ავტომომსახურებასა და დისტრიბუციას შორის, ისინი მიიღებენ უფრო იაფად იმ მომსახურებას და ავტონაწილებს, რაც ადგილზე რეალურად გაცილებით ძვირი ღირს. თანამშრომლობის მზიანია,  ყველა მანქანა იყოს ტექნიკურად გამართული. გარდა ამისა, ახალი სასწავლო ცენტრი გვაქვს, კავკასიის მასშტაბით ერთადერთი, რომელიც საერთაშორისოდ სტანადრატისაა და მაღალ დოენზე მოახდენს გადამზადებას ავტომობილის მართვის კატეგორიების შეცვლაში და სახმელეთო ტვირთების გადამზიდავების მომზადებას შეუწყობს ხელს. ფაქტობრივად  ყველა სერვისია, რაც სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების მძღოლს სჭირდება. დისტრიბუტორთა ასოციაციის წევრების მიმართ გვაქვს სპეციალური შეთავაზება. მძღოლების განათლებას და ტრენინგს ავიღებთ ჩვენს თავზე, ეს იქნება სპეციალური შემოთავაზება GDBA წევრებისათვის. ორმხრივი თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერია და ხელს უწყობს, რომ დისტრიბუციის ტრანსპორტი იყოს ტექნიკურად გამართული და კომფორტული. მაქსიმალურად შევეცდებით, უსაფრთხოების ყევლა სტანდარტი მაღალ დონეზე იყოს დაცული. ვაკეთებთ  ყველაფერს, რომ სანამ ჩავარდნებია, ხარვეზი გამოვასწოროთ და საბოლოო ჯამში, კმაყოფილი იყოს მძღოლიც და კომპანიაც", - აღნიშნა დავთი მესხიშვილმა.

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია ამბობს, თანამშრომლობით შესაძლებელია, რომ დისტრიბუტორთა ასოციაციების წევრი კომპანიების მფლობელობაში არსებული ავტომობილები და მათივე მძღოლები უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს აკმაყოფილებდნენ.

,,მემორანდუმის ფარგლებში მძღოლებს უფრო ეფექტურად გაეწევათ მომსახურება,  პერიოდულად ჩაუტარდებათ მონიტორინგი. ძალიან მნიშვნელოვანი მომსახურებაა, რადგან დისტრიბუცია პირდაპირ მიბმულია ლოჯისტიკასთან, რაც მოითხოვს ტექნიკურ გამართულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, განსაკუთრებით, როცა საკვები პროდუქტის დისტრიბუცია ხორციელდება. პარალელურად, მოხდება მაღალი კვალიფიკაციის ინსპექტორების და მძღოლების გადამზადება, ვისაც სურვილი აქვს, C კატეგორია აიღოს, უმოკლეს დროში გადაამზადებენ. საბოლოოდ ეს ყველაფერი უზრუნველყოფს, რომ რომ ასოციაციის წევრი კომპანიების მფლობელობაში არსებულმა ტრანსპორტმა გამართულად იმუშაოს. პროექტში ჩართული კომპანიები, მათ შორის რეგიონებშიც, დაახლოებით 4000 ავტომობილია, რომელიც ტექნიკურ მონიტორინგს დაექვემდებარება", - აცხადებს ივა ჭყონია report.ge-თან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system