თავში

დიზელის იაფად შეძენა მსხვილ ფერმერებსაც შეეძლებათ

დიზელის იაფად შეძენა მსხვილ ფერმერებსაც შეეძლებათ
დიზელის იაფად შეძენა მსხვილ ფერმერებსაც შეეძლებათ

დიზელის საწვავის ბაზარზე არსებულ ფასთან შედარებით ერთი ლარით იაფად შეძენის შეღავათით მსხვილი ფერმერებიც ისარგებელებენ. ამის შესახებ დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

ფერმერებისთვის ლიმიტი 15 000 ლიტრი საწვავი იქნება.

„საშუალოდ ფერმებს წლის განმავლობაში 1 ჰექტარზე სჭირდება დაახლოებით 150 ლიტრი საწვავი, ეს არის ძირითადად დიზელის საწვავი, რომელიც სხვადასხვა აგროტექნიკურ სამუშაოებში უნდა გამოიყენოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საწვავი მისთვის იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობთ მხოლოდ მცირე ფერმერებზე, არ ვსაუბრობთ მხოლოდ მცირე და საშუალო ფერმერულ მეურნეობებზე, რომელთა ფართობიც შეიძლება 10 ჰექტრამდე იყოს, ჩვენ მსხვილ ფერმერებსაც, ასობით ჰექტარის მქონე ფერმერებსაც ვაძლევთ საშუალებას, რომ ამ შეღავათით ისარგებლონ, მათი მაქსიმალური ლიმიტი იქნება 15 000 ლიტრი საწვავი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათია”, - განმარტა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელებისთვის დიზელის საწვავის შეღავათიან ფასად შეძენის შესაძლებლობა არ არის მოკლევადიანი პროექტი და მხოლოდ ანტიკრიზისული გეგმის ნაწილი. მინისტრის თქმით, ეს პროექტი მომავალ წლებშიც გაგრძელდება და მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება ფერმერებისთვის.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0.25 და მეტი ჰექტარი მიწის ნაკვეთის მფლობელ ყველა ფიზიკურ და იურიდიული პირს. პროგრამით ისარგებლებს 200,000-მდე ფერმერი და ფერმერები დიზელის შეძენისთვის 40 მილიონ ლარამდე თანხას დაზოგავენ. პროგრამის განხორციელება დაიწყება 2020 წლის 20 მაისიდან.

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს პირველადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდას, რაც, თავის მხრივ, სასურსათო უზრუნველყოფასა და პროდუქციის თვითღირებულებაზე დადებითად აისახება.

ლევან დავითაშვილის თქმითვე, მთავრობის დახმარებით, 200 000-მდე ფერმერი დიზელის შეძენისთვის 40 მილიონ ლარამდე დაზოგავას შეძლებს.

შეგახსენებთ, მთავრობა 200 ათას ფერმერს 300 მილიონი ლარით დაეხმარება.

ფერმერები რეგისტრირებულ 1 ჰექტარ მიწაზე 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

ამავე ოდენობის მიწაზე მათ შეეძლებათ დიზელი შეიძინონ საბაზრო ფასზე ლარით იაფად.

ყველა ფერმერი 2020 წელს მთლიანად გათავისუფლდნენ საირიგაციო, ანუ სარწყავი წყლის, გადასახადისგან.

პრემიერმა განაცხადა, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს , რომ საქართველოში დაუმუშავებელი მიწა აღარ დარჩეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system