თავში

დიზელის საწვავის იმპორტი შემცირდა

დიზელის საწვავის იმპორტი შემცირდა
დიზელის საწვავის იმპორტი შემცირდა

საქართველოში დიზელის საწვავის იმპორტი და მოხმარება მცირდება. მიუხედავად იმისა, რომ ავტოპარკი იზრდება და სატრანზიტო გადაზიდვები, ასევე ინფრასტრუქტურული და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები გააქტიურებულია, ამ ფაქტორს დიზელის იმპორტზე გავლენა არ მოუხდენია. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში განმარტავენ, გარკვეულწილად იმპორტის შემცირებაზე იმოქმედა საქართველოდან თურქეთში სატრანსპორტო საშუალებებით დიზელის გადატანის შემცირებამ, რაც თურქეთში ლირის ინფლაციას უკავშირდება.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 676,8 ათასი ტონა, რაც 56,4 ათასი ტონით ანუ 7,7%-ით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (733,2 ათასიტონა).

მათ შორის, 2019 წლის იანვარ-აგვისტოში ბენზინის საწვავის იმპორტმა 349,1 ათასი ტონა შეადგინა. კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, იმპორტმა ამ მიმართულებით 13,5 ათასი ტონით ანუ 3,7%-ით იკლო. რაც შეეხება დიზელის საწვავის იმპორტს, 327,7 ათასი ტონით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 42,9 ათასი ტონით ანუ 11,6%-ით არის ნაკლები.

საწვავის კატეგორიების მიხედვით, 2019 წლის იანვარ-აგვისტოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარიმარკისბენზინი - 231,8 ათასი ტონა ანუ 66,4%-ია; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინის იმპორტმა 109,7 ათასი ტონა ანუ 31,4% შეადგინა, A-98 სუპერი მარკის ბენზინის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 7,6 ათას ტონას ანუ მთელი იმპორტის 2,2%-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ იმპორტის დიდი წილიკვლავინდებურად რუსეთზე მოდის. ამ ქვეყნიდან 2019 წლის იანვარ-აგვისტოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 197,4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 29,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 190,5 ათასიტონა (28,1%), აზერბაიჯანი - 122,4 ათასიტონა (18,1%), თურქმენეთი - 69,6 ათასიტონა (10,3%); ბულგარეთი - 60,3 ათასიტონა (8,9%), საბერძნეთი - 35,4 ათასიტონა (5,2%) დასხვ.

როგორც ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, განსაკუთრებით შემცირებულია დიზელის საწვავის იმპორტი კერძოდ: 2019 წელს, პირველი 8 თვის განმავლობაში დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 327,7 ათასიტონა, რაც 42,9 ათასი ტონით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (370,6 ათასიტონა, 11,6%) შედარებით.

,,ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში დიზელის საწვავის იმპორტი და მოხმარება მცირდება იმპირობებში, როცა იზრდება ავტოპარკი, სატრანზიტო გადაზიდვები, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავება. გარკვეულწილად იმპორტის შემცირებაზე იმოქმედა საქართველოდან თურქეთში სატრანსპორტო საშუალებებით დიზელის გადატანის შემცირებამ, რაც დაკავშირებულია თურქეთში ლირის ინფლაციასთან. მეორეს მხრივ კი, ჩვენი ინფორმაციით გაზრდილია სატრანსპორტო საშუალებების მიერ ავზებით აღურიცხავი დიზელის საწვავის შემოდინება აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან ლაგოდეხისა და წითელი ხიდის გავლით და ირანის ისლამური რესპუბლიკიდან, ასევე ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტიდან, როდესაც ხორციელდება საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან ავტომობილებით ხორბლის იმპორტი", - აღნიშნავს ვანო მთვრალაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system