თავში

Doing Business-ის რეიტინგში საქართველო ერთი ქულით ჩამოქვეითდა

Doing Business-ის რეიტინგში საქართველო ერთი ქულით ჩამოქვეითდა
Doing Business-ის რეიტინგში საქართველო ერთი ქულით ჩამოქვეითდა

მსოფლიო ბანკის Doing Business-ის რეიტინგში საქართველო ერთი ქულით ჩამოქვეითდა და მე-6-დან მე-7 ადგილზე გადაინაცვლა. საერთაშორისო რეიტინგი დღეს გამოქვეყნდა. ჩამოქვეითების მიუხედავად საქართველო 190 ქვეყანას შორის კვლავ პირველ ათეულში რჩება. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში წელს ქვეყნის ქულა - 83.7-ია, რაც გასული წლის მონაცემს აღემატება(83.28). წელს საქართველოს რეიტინგში ჩამოქვეითების მიზეზი სხვა ქვეყნის, კერძოდ აშშ-ის მიერ ქულების გაუმჯობესება გახდა, რამაც ქვეყანა რეიტინგში დააწინაურა.

Doing Busineness-ის რეიტინგში წელსაც ახალი ზელანდია ლიდერობს, 86.8 ქულით, ბოლო ადგილზე კი სომალია.

პირველი ათეული მსოფლიო ბანკის რეიტინგში ასე გამოიყურება:

1- ახალი ზელანდია
2- სინგაპური
3- ჰონგ-კონგი
4- დანია
5- კორეა
6- აშშ
7- საქართველო
8 - დიდი ბრიტანეთი
9 -ნორვეგია
10- შვედეთი

საქართველო 2020 წლის წამყვან რეფორმატორ ქვეყნებს შორის ვერ მოხვდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system