თავში

დოლარის კურსი უცვლელია - ევრო კი გაუფასურდა

დოლარის კურსი უცვლელია - ევრო კი გაუფასურდა
დოლარის კურსი უცვლელია - ევრო კი გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3,1349 ლარი ღირს.

გუშინ, 1 დოლარის ყიდვა 3,1349 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით უცვლელია.

1 ევროს შეძენა კი 3.4305 ლარადაა შესაძლებელი. 1 ევრო გუშინ 3.4227 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0.0078 პუნქტით არის გაუფასურებული.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 14 აპრილს დაადგინა, ხვალიდან, 15 აპრილიდან იმოქმედებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1413 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system