თავში

დოლარში განთავსებულ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდა

დოლარში განთავსებულ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდა
დოლარში განთავსებულ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდა

ბანკების ნაწილმა მომხმარებლებს დოლარში განთავსებულ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირების შესახებ აცნობეს. როგორც report.ge-ს მომხმარებლები უხსნიან, ანაბრებზე დარიცხული სარგებელი აპრილიდან შეუმცირდებათ.

საკითხის გარკვევას საბანკო ასოციაციაში შევეცადეთ. ასოციაციაში ინფორმაცია დაგვიდასტურეს, თუმცა განმარტეს, რომ ანაბრებზე პროცენტის კლება სისტემური ხასიათის არაა და ეს გადაწყვეტულება ყველა ბანკს არ მიუღია და ვინც შეამცირა, იმანაც მინიმალურად, 0.25%-1%-ით შეამცირა. ასოციაციის განმარტებით,  უცხოურ ვალუტაში სადეპოზიტო მიმართულებით პროცენტების შემცირება კრიზისის მიუხედავადაც მოსალოდნელი იყო, თუმცა კრიზისმა პროცესს ხელი შეუწყო.

„ყველა ბანკს არ შეუმცირებია ჯერჯერობით სარგებლის მოცულობა. საქმე გვაქვს კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან. აღნიშნული ძირითადად გამოწვეულია შედარებით მაღალი ლიკვიდობით უცხოურ ვალუტაში და შეზღუდვებით, რომლის მიხედვითაც უცხოურ ვალუტაში დაბანდება ბევრად უფრო პრობლემურია ვიდრე ლარში,“ - გვიხსნის ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე.

საბანკო საქმის ექსპერტები ამბობენ, რომ ბანკებს თანხების დაბანდებაში პრობლემა აქვთ, რამაც საპროცენტო განაკვთების კლება განაპირობა. იმის გამო, რომ სესხების გაცემის პროცესი შემცირებულია, მოსალოდნელია, რომ ცვლილება ბანკები მასიურად მიმართონ, რადგან სანამ ვაქცინა არ შემოვა, ეკონომიკაში იმპულსები მოსალოდნელი არ არის და სესხებზე მოთხოვნის გაჩენაც ნაკლებსავარაუდოა.  ამიტომაც, ფინანსისტების განმარტებით, კომერციულ ბანკებს სხვა გამოსავალი არ დარჩათ გარდა იმისა, რომ საპროცენტო განაკვეთები შეამცირონ. მათივე მტკიცებით, ყველაზე დიდი პრობლემაა, რომ სესხების დაფარვა შეჩერებულია, რადგან ბანკების კეთილდღეობა მთლიანად დამოკიდებულია ეკონომიკურ სტაბილურობასა და მოსახლეობის გადახდისუნარიანობაზე და სანამ ეს საკითხი არ მოგვარდება, სპეციალისტების პროგნოზით, ბენკებს პრობლემა ექნებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system