თავში

დოლართან და ევროსთან ლარი გამყარდა

დოლართან და ევროსთან ლარი გამყარდა
დოლართან და ევროსთან ლარი გამყარდა

ლარი დოლართან 1,29 თეთრით, ევროსთან 1,04 თეთრით გამყარდა. უფრო დეტალურად:  ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.3203 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.3332 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0129 პუნქტით გამყარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ლარი დოლართან, 1, 29 თეთრით გამყარდა.

1 ევროს შეძენა კი 3.8708 ლარად არის შესაძლებელი. პარასკევს 1 ევრო 3.8812 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0.0104 პუნქტით არის გამყარებული, ანუ ევროსთან ლარი 1,04 თეთრითააა გამყარებული.

რაც შეეხება ლირასთან ლარის მდგომარეობას, ხვალისთვის 1 ლირა 0.4261 ლარი ეღირება, ხოლო 1 ფუნტი - 4.2819 ლარი.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 28 სექტემბერს დაადგინა, ხვალიდან, 29 სექტემბრიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის (09:10 სთ) Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.3100 ლარად ივაჭრება.

ექსპერტებმა ლარის კურსის დასტაბილურება ჯერ კიდევ გასულ კვირაში იწინასწარმეტყველეს.

შეგახსენებთ, 2020 წლის დასაწყისიდან ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარს ინტერვენციების გზით სულ დაახლოებით 450მლნ აშშ დოლარი მიაწოდა.

სავალუტო ინტერვენციებს სებ-ი, როგორც წესი, ეროვნული ვალუტის კურსის დასაჭერად ახორციელებს.

ეროვნულ ბანკს ოპოზიცია და ექსპერტების ნაწილი არათანმიმდევრულ და გაუაზრებელ ქმედებებში სდებს ბრალს. სწორედ მისი არასწორი პოლიტიკის შედეგად თვლიან ლარის გაუფასურებას.

ბრალდებებს ცენტრალურის ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ სოციალურ ქსელში უპასუხა. მისი თქმით, ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი ლარის გამყარება ან გაუფასურება სულაც არაა.

ქვეყნის პირველი ბანკირი განმარტავს, რომ ლარი მცურავ რეჟიმშია და პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის აღმოფხვრისა და ტრადიციული წინასაარჩევნო აჟიოტაჟის გადავლის შემდეგ, კურსი მის წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდება.

გუშინ ეროვნულმა ბანკმა 40 მლნ დოლარი გაყიდა. წელს ჯამში ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა 460 მილიონი დოლარი მიაწოდა შიდასავალუტო ბაზარს.

ცნობისთვის, ეროვნულ ბანკს რეზერვების ხარჯვის პოლიტიკაზე აქვს გაცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური ბანკი ბაზარს უცხოურ ვალუტას მიაწვდის

ქვეყნის პირველი ბანკირის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, წლის ბოლომდე სებ-ი, სავარაუდოდ, $200 მილიონზე მეტ რესურსს გაყიდის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system