თავში

დოლართან მიმართებით ლარი უმნიშვნელოდ გამყარდა

დოლართან მიმართებით ლარი უმნიშვნელოდ გამყარდა
დოლართან მიმართებით ლარი უმნიშვნელოდ გამყარდა

ლარი დღეს დოლართან მიმართებით გამყარდა, ხოლო ევროსთან მცირედით გაუფასურდა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.2844 ლარი ღირს.

პარასკევს, 27 მარტს, 1 დოლარის ყიდვა 3.2896 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0052  პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 3.6363 ლარადაა შესაძლებელი. 1 ევრო პარასკევს 3.6236 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0.0127 პუნქტით არის გაუფასურებული.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 30 მარტს დაადგინა, ხვალიდან, 31 მარტიდან იმოქმედებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2762 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system