თავში

დოლარზე მოთხოვნა იზრდება

დოლარზე მოთხოვნა იზრდება
დოლარზე მოთხოვნა იზრდება

გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე ტენდენციები ბოლო დღეების განმავლობაში დიდად არ იცვლება:  ბაზრები კვლავ კლებისკენ წავიდა. შემცირება განაგრძო საკვანძო საფონდო ინდექსებმა, დაეცა ნავთობის ფასებიც. ხოლო საქართველოში კვლავ გაუფასურდა ლარი და ფსიქოლოგიური ზღვარი, ფაქტობრივად, დაირღვა.

ანალიტიკოს ნიკა შენგელიას ინფორმაციით, დოლარის ინდექსი მომატებულია მსოფლიო სავალუტო ბირჟებზე, რის ფონზეც სხვა ქვეყნების ასევე წამყვანი ვალუტები მნიშვნელოვნად ეცემა. 

კერძოდ, როგორც შენგელია განმარტავს, ამ მონეტში დოლარის ინდექსი 102,93-იან ნიშნულზეა. 

,,ბოლო 7 დღის განმავლობაში დოლარის ინდექსმა  96-იანი ნიშნულიდან 102,93-იან მაჩვენებელს მიაღწია. მსოფლიოს ძირითად წამყვან ვალუტაზე მოთხოვნა მატულობს. როგორც წესი, დოლარის ინდექსი გვიჩვენებს,  რომელ ვალუტებზეა მოთხოვნა სავალუტო კალათაში, სადაც წამყვანი ეკონომიკის ვალუტები მოიაზრება. მიმდინარე ტრენდს თუ დავაკვირდებით,  ბრიტანული ფუნტი ბოლო 2 კვირის განმავლობაში  10,55%-ით დაეცა. ევროს შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 6%-ს შეადგენს", - განმარტავს ნიკა შენგელია.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ვალუტას, კურსი უკვე გასცდა 3,50-იან ნიშნულს. კომერციული ბანკების ნაწილში დოლარი 3.68 ლარად ივაჭრება. ანალიტიკოსი ამავდროულად განმარტავს, რომ ლარის მკვეთრი გაუფასურების ტენდენცია, შესაძლოა, გახანგძლივდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system