თავში

"დორიანმა" ბაჰამის კუნძულები 7 მილიარდი დოლარით დააზარალა

"დორიანმა" ბაჰამის კუნძულები 7 მილიარდი დოლარით დააზარალა
დორიანმა ბაჰამის კუნძულები 7 მილიარდი დოლარით დააზარალა

Routers - ის ცნობით, ბაჰამის კუნძულებზე ქარიშხალ „დორიანის“ მიერ მიყენებული ზარალი დაითვალეს. ზარალს კომპანია Karen Clark & Company- ი ითვლიდა. მისი ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით სტიქიამ კუნძულები $7 მილიარდით დააზარალა.

კომპანიის ანგარიშში ასახულია ზარალი სამშენებლო სფეროში, ისევე როგორც ბიზნესის გაჩერებით და უძრავი ქონების დაზიანებით გამოწვეული დანაკარგები.

„დორიანი“ ბაჰამებზე რამდენიმე დღე მძვინვარებდა. სტიქიის შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა. კუნძულის მთავრობის განცხადებით, მსხვერპლის რაოდენობა სავარაუდოდ გაიზარდება, რადგან ათასობით ადამიანი უგზო-უკვლოდაა დაკარგული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system