თავში

დორტმუნდიდან ქუთაისის მიმართულებით პანდემიის პირობებში პირველი ავიარეისი შესრულდა

დორტმუნდიდან ქუთაისის მიმანდემიის პირობებში პირველი ავიარეისი შესრულდა
დორტმუნდიდან ქუთაისის მიმართულებით პანდემიის პირობებში პირველი ავიარეისი შესრულდა

დორტმუნდიდან ქუთაისის მიმართულებით და პირიქით, პანდემიის პირობებში პირველი ავიარეისი შეასრულდა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა საახალწლო პერიოდში ავიარეისების მიღება განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს.

დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ჯამში დღეს 181 მგზავრს მოემსახურა. მგზავრებს აეროპორტში ქალაქ ქუთაისის ახლადარჩეული მერი, იოსებ ხახალეიშვილი დახვდა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მენეჯერის მოადგილის, გაგა სანიკიძის თქმით ტერმინალში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები, გამცილებლის გარეშე. გამცილებლის შესვლა ნებადართულია მხოლოდ ბავშვისა და შშმ პირის თანხლების შემთხვევაში. პირბადის გარეშე ტერმინალში შესვლა აკრძალულია. ასევე. მგზავრებს, რომლებსაც 37.5 ზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ შენობაში არ დაიშვებიან

მგზავრებს ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ. ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისი-დორტმუნდის საჰაერო ხაზზე საახალწლო პერიოდში 3 რეისს განახორციელებს. მომდევნო რეისები 25 დეკემბერს და 8 იანვარს შესრულდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system