თავში

Drive-in კინოთეატრის პირველი სეანსის ყველა ბილეთი გაყიდულია

Drive-in კინოთეატრის პირველი სეანსის ყველა ბილეთი გაყიდულია
Drive-in კინოთეატრის პირველი სეანსის ყველა ბილეთი გაყიდულია

საქართველოში პირველი Drive-in კინოთეატრის პირველი სეანსი ხვალ, 9 ივლისს, გაიმართება. ბილეთის ფასი ერთ მანქანაზე 29 ლარია.

"29 ლარად 2, 3, 4, და 5 ადამიანიც კი შეძლებს ფილმის ყურებას ერთი მანქანიდან", – წერს კინოთეატრი Cavea Drive-in.

პირველი სამი რიგის ცენტრალური ზონა VIP ადგილებია და მათი ფასი 35 ლარია, ჯიპებისთვის კი 39 ლარი.

Cavea Drive-in-ის ცნობით, პირველი დღის სეანსზე ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.

შეგახსენებთ, Cavea Drive-in არის კინოთეატრი ავტომობილებისთვის, რომელიც ლისზე, ახალი იპოდრომის პარკინგზეა მოწყობილი.

ფილმის გამოსახულება ეკრანზე გამოჩნდება, ხმის მოსმენა კი  "კავეას" რადიოტალღაზე 95.9-ზე იქნება შესაძლებელი, ასევე შესაძლებელია მობილურში რადიოს აპლიკაციების გადმოწერა და ყურსასმენით მოსმენა.

ცნობისთვის, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრისა და შპს „სტადიონის“ ერთობლივი პროექტის თანახმად,  Drive In კინოთეატრი მოეწყობა ბათუმის ახალი სტადიონის საპარკინგე სივრცეშიც.

კორონავირუსის გამო მსოფლიოში თითქმის ყველა კინოთეატრი დაიხურა. კინოსტუდიებმა ახალი პროდუქციის კინოგაქირავებაში ჩაშვება შეწყვიტეს. ეპიდემიის პირობებში კინოინდუსტრიის სტაბილურად მომუშავე მიმართულება მხოლოდ Drive-In კინოთეატრებია, რადგან სტანდარტული დარბაზებისგან განსხვავებით Drive-in კინოთეატრებში სეანსები ღია ცის ქვეშ იმართება და მაყურებლები ფილმებს საკუთარი ავტომობილებიდან უყურებენ, რაც სოციალური დისტანცირების დაცვის კარგი შესაძლებლობაა. მაგალითისთვის, ამ დროისთვის ამერიკის ტერიტორიაზე 305 რეგისტრირებული Drive-In კინოთეატრია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system