თავში

დუბაის პოლიცია Tesla-ს ბრონირებული ელექტროპიკაპით გამოჩნდება - PHOTO

დუბაის პოლიცია Tesla-ს ბრონირებული ელექტროპიკაპით გამოჩნდება - PHOTO
დუბაის პოლიცია Tesla-ს ბრონირებული ელექტროპიკაპით გამოჩნდება - PHOTO

დუბაის პოლიციის ოფიციალური წარმომადგენლობა იტყობინება, რომ მათსა და Tesla-ს შორის 2020 წელს გაფორმდება შეთანხმება, რასაც შედეგად 2021 წელს საიბერპანკის სტილში გადაწყვეტილი ელექტროპიკაბების დუბაის ქუჩებში გამოჩენა მოჰყვება. არაბთა გაერთიანებული საამიროების უდიდესი ქალაქის პოლიცია, განსაკუთრებული და გამორჩეულია საკუთარი ძვირფასი ავტოპარკით და ამჯერად, დუბაელი სამართალდამცველები ელონ მასკის კომპანია Tesla-ს შექმნილ და ახლახანს პრეზენტირებულ, ფუტურისტულ ელექტრო პიკაპს - Cybertruck-ს შეისყიდის.  

 

შეგახსენებთ, რომ ელონ მასკმა ცოტა ხნის წინ, ელექტროპიკაპი თავად წარადგინა და პრეზენტაციაზე მანქანის მინის ჩამსხვრევით, ნამდვილად უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამას მისი კომპანიისთვის ფინანსური ზარალიც მოჰყვა, თუმცა პლანეტის ყველაზე მდიდარი პოლიცია მზად აღმოჩნდა მისთვის გული გამოეკეთებინა.

 

როგორც ჩანს, პრეზენტაციაზე მომხდარი ეს "მარცხი", ხელს არ შეუშლის დუბაელ პოლიციელებს, დანაშაულის აღსაკვეთად, მომავლის ბრონირებულ ელექტროპიკაპებს მიუსხდნენ და თავი პლანეტის ყველაზე გამორჩეულ კანონდამცველად იგრძნონ. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system