თავში

ძაღლის ქართული წარმოების საკვები ამერიკის ბაზარზეც გავა

ძაღლის ქართული წარმოების საკვები ამერიკის ბაზარზეც გავა
ძაღლის ქართული წარმოების საკვები ამერიკის ბაზარზეც გავა

ძაღლის ქართული წარმოების საკვები ევროპის ბაზარზე ერთი წელია წარმატებით ოპერირებს, ახლა კი ამერიკაში ექსპორტისთვის ემზადება. ამერიკელ პარტნიორებთან მოლაპარაკებები "გეოპროვიჟენმა" წარმატებით დაასრულა და ოქტომბრიდან ექსპორტს დაიწყებს.

წლის ბოლომდე კომპანიას ევროკავშირის ბაზარზე 1500 ტონა ძაღლის საკვების გატანის ვალდებულება აქვს აღებული. გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ კომპანია წარმოების გაფართოებას გეგმავს. შესაბამისად, გაზრდის წარმოების ასორტიმენს, ნაწარმის დასახელებას და მუშახელის რაოდენობასაც.

ამ ეტაპზე წარმოებაში მილიონ ნახევარ ამერიკულ დოლარზე მეტი ინვესტიციაა ჩადებული.

ცნობისთვის, „გეოპროვიჟენი" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში მხარდაჭერილი ბენეფიციარია. სააგენტოს კომპანიას 3 000 000 ლარით დააფინანსა. „აწარმოე საქართველოში“ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში კომპანიამ უახლესი ტექნოლოგიის დანადგარები შეიძინა, რითაც ევროკავშირის სტანდარტის დაკმაყოფილება არ უჭირს.

კომპანიის დამფუძნებელი, დავით ბარდაველიძე, Report. ge - ისთან საუბარში ამბობს, რომ უკვე ერთი წელია წარმოება ააწყო და როგორც ადგილობრივი ისე ევროკავშირის ბაზარი აითვისა. წარმოების 20 %- ს ადგილობრიბვ ბაზარზე ყიდის, 80%-ი ევროპაში გააქვს. საწარმო თბილისში მდებარეობს.

"პროდუქტი დამზადდება მხოლოდ იმპორტირებული ქათმის გულმკერდის ანათალებისაგან, რომელიც საწარმოო პროცესში თერმულ დამუშავებას გადის. ამასთანავე, გამომშრალი პროდუქციის დაფასოებას ჰერმეტულ პაკეტებში ვახდენთ. ჩვენს საწარმოს წლიურად 500 ტონა პროდუქტის წარმოების პოტენციალი აქვს. ერთი წელია, რაც ვარსებობთ და ჯერჯერობით წლიურად მხოლოდ 170 ტონა პროდუქციის წარმოებას ვახერხებთ. თუმცა წლის ბოლომდე ვაპირებ წარმადობა 300 ტონამდე გავზარდო, დავამატო კატის საკვების ხაზიც, რისთვისაც დამატებით 8-10 ადამიანი დამჭირდება. ამჟამად საწარმო 30 ადამიანს ასაქმებს," - განუცხადა Report.ge - ს დავით ბარდაველიძემ.

მისივე განმარტებით, ხელშეწყობა როგორც ქართული ისე ევროპული მხრიდან დიდია. ამ ეტაპზე კომპანია პროდუქტს გერმანიაში საფრანგეთსა და იტალიაში აექსპორტებს.

“გეოპროვიჟენის” 80% წილის მფლობელია “ჯორჯიან პროდაქტსი”, კომპანია, რომელიც ამზადებს 25 სახეობის ცხოველების ავეჯს და ევროკავშირში ექსპორტზე გააქვს.

ცნობისთვის, ცხოველების საკვების ბაზარზე ევროკავშირში დიდი კონკურენციაა. საკვების იმპორტი, ძირითადად, ჩინეთიდან და ტაილანდიდან ხორციელდება, ასევე, წარმოება საკმაოდ მაღალია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system