თავში

"ძალა ერთობაშია" - საერთაშორისო მისიების გზავნილი საქართველოს

"ძალა ერთობაშია" - საერთაშორისო მისიების გზავნილი საქართველოს
ძალა ერთობაშია - საერთაშორისო მისიების გზავნილი საქართველოს

საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლები და დიპლომატები საქართველოს მთავრობასა და ხალხს ღია წერილით მიმართავენ.

ღია წერილი მსოფლიო ბანკმა გაავრცელა.

წერილში ნათქვამია, რომ საქართველო, როგორც ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რომელიც ტურიზმზე, ვაჭრობაზე და საზღვარგარეთიდან შემოსულ ფინანსურ გზავნილებზეა დამოკიდებული, განსაკურთებული რისკის ქვეშ დგას ამ პანდემიის გამო.

წერილში ხაზგასმულია, რომ საერთაშორისო მისიები იწონებენ მთავრობის ანკრიზისულ გეგმას, რომელიც მიმართულია  ეკონომიკის სტიმულირებისაკენ.

"იუხედავად ამისა, კრიზისის უპრეცედენტო ხასიათის გათვალისწინებით, საჭირო იქნება დიდი მოცულობის ინვესტიციები და ფინანსური დახმარება ჯანდაცვის სექტორის სათანადოდ აღჭურვისთვის მომავალ გამოწვევებთან გასამკლავებლად. არავინ უნდა გამოგვრჩეს; საჭიროა დაუცველი ბიზნესებისა და მოსახლეობის მხარდაჭერა, რომ შოკს გაუძლონ. უნდა გაგრძელდეს ინვესტიციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაში, მოხდეს გარღვევის შემცირება ქვეყნის ფინანსებში და ქვეყანა ეკონომიკური მედეგობის აღდგენისთვის უნდა მოემზადოს.

როგორც საქართველოს გერბზე არსებული წარწერა სამართლიანად ამბობს, ახლა ნამდვილად „ძალა ერთობაშია”, – ნათქვამია ღია წერილში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system