თავში

ძეხვეულის მიღება ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საგანგაშო დასკვნას აქვეყნებს

ძეხვეულის მიღება ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია
ძეხვეულის მიღება ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საგანგაშო დასკვნას აქვეყნებს

ძეხვეული ისეთივე საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, როგორც თამბაქო - ეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის შედეგია. ენდოკრინოლოგები ამტკიცებენ, რომ ძეხვეულში შემავალი ცხიმები ადამიანის ნერვულ და გულსისხლძარღვთა სისტემაზე დამანგრევლად მოქმედებს. ექიმების განმარტებით, ძეხვეულის რეგულარული მიღება სიმსივნური უჯრედების განვითარების მაპროვოცირებელიც შეიძლება გახდეს. მედიკოსები საზოგადოებას ურჩევენ, ძეხვეული კვების რაციონიდან საერთოდ ამოიღონ.

უცხოელი კოლეგების მსგავსად, ქართველი დიეტოლოგი, ლაშა უჩავაც, ამბობს, რომ ძეხვში არსებული ტრანსცხიმები კარცეროგენული ანუ სისმსივნური უჯრედების წარმოქმნის კარგი მასტიმულირებელია.

"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ორივე პროდუქტი, იქნება ეს ძეხვეული თუ თამბაქო, ონკოლოგიური დაავადებების რისკს საშუალოდ 50%-ით ზრდის. შესაბამისად, თამბაქოს მსგავსად, მასების ძეხვეულის რეგულარული მოხმარება რეკომენდებული არ არის," - აცხადებს ექიმ-დიეტოლოგი.

კითხვაზე, რა ნივთიერებებს არ უნდა შეიცავდეს ხორცპროდუქტი, სურსათის ეროვნულ სააგენტოში პასუხის გაცემა უჭირთ. უწყებაში განმარტავენ, რომ მათ მოვალეობას შეადგენს ხორცპროდუქტების მხოლოდ ვადებისა და ეტიკეტირების კონტროლი. დანარჩენი ბიზნესოპერატორის ტექნოლოგიურ პროცესს გულისხმობს და სააგენტოს მასში ჩარევის უფლება არ აქვს.

სპეციალისტები განმარტავენ, რომ ძეხვეულში, სოსისებსა და ბეკონში ხორცი მხოლოდ 15%-ს შეადგენს. დანარჩენი სხვადასხვა სახამებელი, გემოს გამაძლიერებელი, საღებავის ფიქსატორები და ვადის გამახანგრძლივებელი კონსერვატებია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system