თავში

ძირულა-ჩუმათელეთის გზის გაყვანას 105 მილიონი ლარი მოხმარდება

ძირულა-ჩუმათელეთის გზის გაყვანას 105 მილიონი ლარი მოხმარდება
ძირულა-ჩუმათელეთის გზის გაყვანას 105 მილიონი ლარი მოხმარდება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კმ-იანი საავტომობილო გზის რეკონსტრუქციას ახორციელებს. პროექტი ორ 25 კმ-იან მანაკვეთადაა დაყოფილი. ამ დროისთვის, ხელოვნური ნაგებობების მოწყობა და გზის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, ასფალტ-ბეტონი დაგებულია 2 კმ-იან მონაკვეთზე. ასევე, მიმდინარეობს მაგისტრალული გაზსადენისა და წყალსადენი მილების მოწყობის სამუშაოები.

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაცია მოიცავს: ასფალტის საფარის მოწყობას, ხიდების, გზის სადრენაჟე მილების, კიუვეტების რეაბილიტაცია–რეკონსტრუქციას, საყრდენი კედლების მშენებლობას, გზის მონიშვნასა და უსაფრთხოების ბარიერების მოწყობას.

პირველი მონაკვეთის მშენებლობას კომპანია „ბლექ სი გრუპი“ ახორციელებს სადაც 250 საქართველოს მოქალაქეა დასაქმებული, ხოლო მეორე მონაკვეთის მშენებლობას აზერბაიჯანული კომპანია „აკორდი“ ახორციელებს, სადაც ამ დროისთვის დასაქმებულია 68 საქართველოს და 11 აზერბაიჯანის მოქალაქე. აღსანიშნავია, რომ მეორე მონაკვეთზე პირველთან შედარებით სამუშაოების პროგრესი დაბალია, რისთვისაც კომპანიას გაფრთხილება და შესაბამისი ინსტრუქციები მიეცა. ამ მონაკვეთზე, სამუშაოების დაბალი ტემპი კორონავირუსის მიერ შექმნილი ვითარებითაცაა გამოწვეული, თუმცა კომპანია უახლოეს მომავალში დამატებითი მუშახელის მობილიზებას მოახდენს და სამუშაოები ვადებში დასრულდება.

საავტომობილო გზის ეს მონაკვეთი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს E-60 ავტომაგისტრალთან აკავშირებს. გზა მიუყვება მდინარეებს: ჩხერიმელას, ძირულას და ასევე ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის რკინიგზის ხაზს. ადგილობრივ მოსახლეობას ამ გზაზე გადაადგილების პრობლემა წლებია აწუხებს. გზის რეაბილიტაციის შედეგად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 23 000-მდე და გზის მიმდებარედ განლაგებულ 13 სოფელში მცხოვრებ 7 000-მდე ადამიანს გადაადგილების პირობები გაუუმჯობესდება და უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილების საშუალება ექნებათ.

პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს. პროექტის ჯამური ღირებულება 105 მილიონი ლარია. პირველი მონაკვეთის რეკონსტრუქცია 2020 წლის ბოლოს დასრულდება ხოლო მეორე მონაკვეთის 2021 წლის ბოლომდე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system