თავში

E-space გარემოს გაჯანსაღებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა

E-space გარემოს გაჯანსაღებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა
E-space გარემოს გაჯანსაღებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა

კომპანია E-space გარემოს გაჯანსაღებისთვის შეტანილი წვლილისთვის NationalGlobe Award-ის გამარჯვებული გახდა. ის 182 საერთაშორისო კომპანიას შორის გამოირჩა. მას დღეს ავსტრიის სავაჭრო კონსული თურქეთში აზერბაიჯანსა და საქართველოში დააჯილდოებს.

E-space პირველი ქართული კომოპანიაა, რომელმაც ამ ჯილდოს მოპოვება შეძლო. იგი საქართველოში ელექტრომობილების პოპულარიზაციას 5 წელია ეწევა. ამისთვის კომპანია მანქანების დამტენების ქსელს აქტიურად ავითარებს. ამ ეტაპზე ქვეყანაში დამონტაჟებული აქვს 72 დამტენი. წლის ბოლომდე მათი რაოდენობა კიდევ 5-ით გაიზრდება.

კომპანიის გენერალური დირექტორი ავთანდილ შავიშვილი ამბობს, რომ ელექტრომობილების საქართველოსი სულ უფრო იმატებს.

"იმისთვის საქართველოს ავტოპარკში ელექტრომობილები მომრავლდეს, მათ ინფრასტრუქტურა სჭირდება. სწორედ ინფრასტრუქტურის გამართვაზე ვმუშაობთ და პარალელურად ელექტრომობილების იმპორტსაც ვახდენთ. ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს და საქართველო მალე გადავა ეკომეგობრულ მანქანებზე," - აღნიშნა ავთანდილ შავიშვილმა

ცნობისთვის, თუ ორი წლის წინ ქვეყანაში ყოველთვიურად მხოლოდ 10 ელექტრომობილი შემოდიოდა, ახლა ეს მაჩვენებელი 50-მდე არის გაზრდილი. ამ დროისთვის კი ქვეყანაში თითქმის 1 600 ელექტრომობილი მოძრაობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system