თავში

ებრაული ინვესტიცია ქართულ ბიზნესში

ებრაული ინვესტიცია ქართულ ბიზნესში
ებრაული ინვესტიცია ქართულ ბიზნესში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის მე-2 რაუნდში გამარჯვებულმა კომპანიამ ებრაელ ინვესტორთან, საინვესტიციო ხელშეკრულება გააფორმა.

შპს ,,ინფლუენს ჯორჯიამ“ ებრაელ ინვესტორთან, დავიდ ზერასთან საინვესტიციო ხელშეკრულება გააფორმა. გამარჯვებული პროექტის ბიუჯეტის 50% დაფინანსდება GITA-ს გრანტით, ხოლო 50%-ის ინვესტირებას უცხოელი ინვესტორი განახორციელებს.

დავიდ ზერას მენეჯმენტში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება აქვს, არის სტარტაპ Screenz - ის ერთ-ერთი შემქმნელი, მენტორი და მრჩეველი. Screenz-ი ქმნის ციფრულ პლატფორმას 30-ზე მეტი მაუწყებლისთვის და საპროდიუსერო კომპანიისთვის. კომპანიის მომხარებლებს შორისაა, ისეთი შოუები როგორიცაა "Big Brother“, "Master Chef“, "101 Ways to Leave a Game Show“, "The Million Pound Drop“, "Hell’s Kitchen“, "The Taste“ და "Rising Star“. Screenz სტრატეგიული პარტნიორები არიან Google, ICM და Red Arrow. დავიდ ზერა ასევე მუშაობს ისეთ მსხვილ სტარტაპებთან, როგორებიცაა PAYLIX, Interatech, Monday.com

საგრანტო კონკურსში გამარჯებული პროექტი,"ინფლუენს ჯორჯია“ კი ითვალისწინებს სრულად ავტომატიზებული ინფლუენს მარკეტინგ პლატფორმის განვითარებას. პროექტის მიზანია კომპანიის პროდუქტი გახდეს მსოფლიოში ნომერ პირველი ინფლუენს მარკეტინგის პლატფორმა, რომელიც ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს - ელექტრონული კომერცია და მოგზაურობა.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წლის 22 მაისს დაიწყო. პროგრამის მიზანია, მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესული ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან. პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 18 თვეს და საერთო ბიუჯეტი 1 298 200 ლარია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system