თავში

EBRD და EU მხარს უჭერენ სებ-ის პროგრამას კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის

EBRD და EU მხარს უჭერენ სებ-ის პროგრამას კაპიტალის ბაზრის
EBRD და EU მხარს უჭერენ სებ-ის პროგრამას კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის

ევროკავშირისა (EU) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)კაპიტალის ბაზრების განვითარების გუნდი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ინიცირებული პროგრამის შემუშავებასა და დანერგვას მხარს უჭერს.. 

ეროვნული ბანკის განმარტებით, პროგრამა მიზნად ისახავს კომპანიების კაპიტალურ ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესებას.

პროგრამის ფარგლებში შეთავაზებული ტექნიკური მხარდაჭერა, განსაზღვრული კრიტერიუმებით შერჩეულ კომპანიებს, ფასიანი ქაღალდების ბაზრის საშუალებით დაფინანსების მოპოვებასა და ადგილობრივ თუ საერთაშორისო ინვესტიციების მობილიზებაში დაეხმარება.

ცეტრალური ბანკის განმარტებით, პროგრამა ითვალისწინებს ინდივიდუალური კომპანიებისთვის საჭიროებაზე მორგებულ საკონსულტაციო სერვისების/მომსახურებების მიწოდებას ან/და ფინანსურ მხარდაჭერას, ისეთ საკითხებში, როგორიცაა საკრედიტო რეიტინგის მოპოვება, კორპორაციული მმართველობის და გამჭვირვალობის გაუმჯობესება, საჯარო ემისიის პროსპექტის მომზადება და სხვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system