თავში

EBRD-ის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 4.5%-ით გაიზრდება

EBRD-ის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 4.5%-ით გაიზრდება
EBRD-ის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 4.5%-ით გაიზრდება

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა“ (EBRD) საქართველოს 2021 წლის ეკონომიკური ზრდი პროგნოზი 1 პროცენტული პუნქტით, 4.5%-მდე გაზარდა.

ამასთან, 2022 წელს EBRD-ი საქართველოს ეკონომიკის 5.5%-იან ზრდას პროგნოზირებს.

EBRD-მა გააუმჯობესა 2021 წლის რეგიონალური ზრდის პროგნოზიც და 3.6%-დან 4.2%-მდე გაზარდა. EBRD-ის რეგიონალური ეკონომიკური პერსპექტივების მოხსენებაში აღნიშნულია, რომ 2021 წელს 4.2 პროცენტიანი ზრდით, აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის განვითარებადი ეკონომიკური სისტემების აღდგენა Covid-19 პანდემიის შემდეგ ტემპს იკრებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system