თავში

EBRD-მა ნავთობისა და გაზის კორპორაციის ევრობონდები დააფინანსა

EBRD-მა ნავთობისა და გაზის კორპორაციის ევრობონდები დააფინანსა
EBRD-მა ნავთობისა და გაზის კორპორაციის ევრობონდები დააფინანსა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას $250 მილიონი დოლარის მოცულობის ევრობონდების რეფინანსირებაში დაეხმარა.

EBRD-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ დაფინანსების შეთანხმება COVID-19-ის მიერ გამოწვეული ეკონომიკური შოკის საპასუხოდ მოხდა. ფინანსური პაკეტი ხელს შეუწყობს სახელმწიფო კომპანიაში დაგეგმილ რეფორმებსაც - ბუნებრივი აირის ბირჟის განვითარებას.

ცნობისთვის, ნავთობისა და გაზის კორპორაცია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. პირველად კორპორაციამ  ევრო ობლიგაციები 2012 წელს გამოუშვა, რომლის ღირებულება  250 მილიონი აშშ დოლარი იყი და ისინი ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსა.  2016 წლის აპრილში კორპორაციამ ევრო ობლიგაციები ხელახლა გამოუშვა და წინსწრებით დაფარა 2012 წელს აღებული ფინანსური ვალდებულებები. ახალი ვალდებულების დაფარვის ბოლო თარიღად კი 2021 წლის 26 აპრილი დადგინდა. ბოლო მონაცემებით, წლიურ ჭრილში, ბონდის ღირებულება 3.62%-ით იყო შემცირებული. კორპორაციის ბონდის ერთეულის ნომინალური ღირებულება $100.45 დოლარს შეადგენდა. 

კორპორაციის აქტივების მთლიანი მოცულობა 1.88 მილიარდ ლარს შეადგენს. GOGC-ის აქტივებს შორისაა მაგისტრალური გაზსადენები, ასევე კომბინირებული ციკლის თბოსადგურები გარდაბანი 1 და გარდაბანი 2. კომპანია შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს ბუნებრივი აირის რეალიზებით იღებს. თავად კორპორაცია ბუნებრივ აირს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ყიდულობს.

აუდიტორული ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს კომპანიის შემოსავალი 37%-ით გაიზარდა და მან 880.6 მილიონ ლარს მიაღწია. კორპორაციის წმინდა მოგება გასულ წელს 22.8%-ით შემცირდა და 121.4 მილიონი ლარი შეადგინა.


ევროობლიგაციები:

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system