ჩრდილოეთ-სამხრეთი დერეფნის მაგისტრალის შემადგენელი, ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის თანადაფინანსებისთვის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 60 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი დაამტკიცა. შეგახსენებთ რომ, ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბის მშენებლობისთვის აზიის განვითარების ბანკმა (ADB) უკვე გამოყო 415 მილიონი აშშ დოლარი, სახელმწიფოს თანადაფინანსება კი 83.6 მილიონი აშშ დოლარი იქნება. ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა 2 მონაკვეთად არის დაყოფილი, ხელშეკრულება ორივე მონაკვეთზე გაფორმებულია. ჯამში დაგეგმილია 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის 22.7 კმ. გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა, მათ შორის, ერთი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბი 15 მეტრის სიგანის იქნება, რაც საკმაოდ იშვიათია, არამარტო ამიერკავკასიაში არამედ მსოფლიო მასშტაბით და უდიდესი დიამეტრის მქონე გვირაბების ჩამონათვალში შევა. ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბის მშენებლობის ღირებულება ჯამში 1,2 მილიარდი ლარია. ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, სატრანზიტო მნიშვნელობის ჩრდილო-სამხრეთის დერეფანის ნაწილია. გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე და ზამთრის პერიოდში ხასიათდება დიდთოვლობით. ახალი გზა და 9 კმ-იანი გვირაბი მოაგვარებს არსებულ პრობლემებს და სატრანზიტო მიმოსვლა, წელიწადის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი. გვირაბი უზრუნველყოფს ზამთრის პერიოდში მგზავრების უსაფრთხო და საიმედო გადაადგილებას, ახალი გზა კი აარიდებს სატრანსპორტო ნაკადს ყაზბეგის ეროვნულ პარკს და გუდაურის ზამთრის კურორტს. გზა, ასევე, გააუმჯობესებს ზამთრის პერიოდში გარე სამყაროსგან მოწყვეტილი ხეობის მოსახლეობის პირობებს ახალი გზა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში განხორციელებული თუ დაგეგმილი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები ხელს შეუწყობს ხეობაში მოსახლეობის დაბრუნებას, ახალი ტურისტული მიმართულებების შექმნას და ეკონომიკური საქმიანობის გამოცოცხლებას. პროექტის ზემოქმედების არეალში ხეობის 9 სოფელი მოხვდება.
- მთავარი
- ეკონომიკა
- EBRD რუსეთთან დამაკავშირებელ ახალ გზას 60 მილიონით აფინანსებს
EBRD რუსეთთან დამაკავშირებელ ახალ გზას 60 მილიონით აფინანსებს
EBRD რუსეთთან დამაკავშირებელ ახალ გზას 60 მილიონით აფინანსებსკატეგორიის სხვა ახალი ამბები
- ლარი კვლავ გამყარდა 14 იანვარი, 2022 / 17:08
- აზერბაიჯანში საშუალო ანაზღაურება 3%-ით გაიზარდა 14 იანვარი, 2022 / 16:00
- Dogecoin 20%-ით გაძვირდა 14 იანვარი, 2022 / 15:15
- ტურიზმის აღდგენის დინამიკა პოზიტიურია - მედეა ჯანიაშვილი 14 იანვარი, 2022 / 15:00
- მაქსიმალურად ვაკეთებთ აქცენტს მხარჯველუნარიანი ტურისტის მოზიდვაზე - ქვრივიშვილი 14 იანვარი, 2022 / 13:24
- გაჯანსაღების ძალიან კარგი ტენდენცია გამოიკვეთა - თურნავა 14 იანვარი, 2022 / 13:22
- ჩინეთი სახელმწიფო რეზერვიდან ნავთობს გაყიდის 14 იანვარი, 2022 / 12:59
- ევროპაში ბუნებრივი აირის ღირებულება 10,6%-ით გაიზარდა 14 იანვარი, 2022 / 12:30
- ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 51%-ით აღდგა 14 იანვარი, 2022 / 12:15
- საარსებო მინიმუმი შემცირდა - საქსტატი 14 იანვარი, 2022 / 11:55
ბოლო სიახლეები
-
დღეს ბედობაა
-
აღმოჩენილია ეგზომთვარე, რომელზეც შესაძლოა, სიცოცხლე არსებობდეს
-
როგორი ამინდი იქნება ხვალ საქართველოში
-
ექიმებმა "ჩუმი" კიბოს მოულოდნელი სიმპტომი დაასახელეს
-
ქვეწარმავლების ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელიც 310 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა
-
კვება საათობრივად - როგორ "ვიშიმშილოთ" სწორად
-
გეწვევათ თუ არა სიყვარული 2022 წელს? - ქვიზი
-
თბილისის "საახალწო სოფელი" კონცერტით დაიხურა
-
როგორ გამოიყურება მომავლის თვითმფრინავი
-
"ყველა წერტილსა და მძიმეს ვეთანხმები" - გიორგი გამსახურდია დედას უპირისპირდება
-
"სამტრედიაში გარდაცვლილს არ ჰქონდა სოციალურად დაუცველის სტატუსი" - სოციალური სააგენტო
-
შიზოფრენიით სნეულმა სექტამ მიტინგის მოწყობა სცადა - გამსახურდია
-
სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა - საგარეო
-
მეცნიერებმა თევზებს ხმელეთზე გადაადგილება ასწავლეს - VIDEO
-
მიუღებელია რუსეთის მცდელობები მოახდინოს ევროპის გადანაწილება - ზალკალიანი
-
მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს დროშის ვიზუალური ინსტალაცია მოეწყო
-
გაჯეტები 10 წელში გაქრება
-
ვაქცინირებულები ინფიცირებულებთან კონტაქტის გამო კარანტინში აღარ გადავლენ
-
აზერბაიჯანში COVID-19-ის 653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
-
კოვიდგადატანილები ერთი წლის განმავლობაში რისკის ქვეშ არიან
ანტონ თათვიძე
ავტორი