თავში

EBRD საქართველოში მწვანე ეკონომიკის დაფინანსების არეალს აფართოებს

EBRD საქართველოში მწვანე ეკონომიკის დაფინანსების არეალს აფართოებს
EBRD საქართველოში მწვანე ეკონომიკის დაფინანსების არეალს აფართოებს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ინფორმაციით, ბანკი მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამას (GEFF) აფართოებს.

"ენერგოკრედიტი საქართველოში 2012 წელს დაიწყო და 31-მა კომპანიამ და 29,000-ზე მეტმა საბინაო კოლექტივმა 42 მილიონ ევროზე მეტი მწვანე დაფინანსება მიიღო ექვსი ადგილობრივი ბანკის - თიბისი ბანკის, საქართველოს ბანკის, ბანკი რესპუბლიკის (ამჟამინდელი თიბისი ბანკი), ბაზის ბანკის, კრედოს და ვითიბი ბანკის საშულებით. “ენერგოკრედიტის” ყველა პარტნიორი ბანკი, ასევე, დაჯილდოვდა მწვანე ენერგიის პროექტების უწყვეტი მხარდაჭერის აღსანიშნავად", - აღნიშნულია  ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შესაძლო ინვესტიციები მოიცავს ენერგოეფექტურ სამშენებლო მასალებს, ფანჯრებისა და კარების ორმაგ შემინვას, თერმულ თბოიზოლაციას, განათებას, მშენებლობას, სოფლის მეურნეობის ტექნიკასა და აღჭურვილობას, მზის პანელებს, გეოთერმულ გათბობის ტუმბოებს და წყლის დამზოგველ ირიგაციის სისტემებს. კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ საქართველოში ხელმისაწვდომ ტიპურ მწვანე ტექნოლოგიებს GEFF Technology Selector-ის საშუალებით. 

GEFF-ის ფარგლებში საქართველოსთვის 54 მილიონი დოლარი გამოიყოფა და დაფინანსდება კლიმატის მწვანე ფონდისა და (GCF) ავსტრიის ფინანსთა სამინისტროს მიერ. პროგრამის მიზანი ენერგოეფექტურობის ხელშეწყობაა მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში (SMEs), კორპორატიული და საბინაო სექტორში პარტნიორი ბანკების მიერ სესხების გაცემის გზით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system