თავში

EBRD თბილისისთვის ავტობუსების შესაძენად ტენდერს აცხადებს

EBRD თბილისისთვის ავტობუსების შესაძენად ტენდერს აცხადებს
EBRD თბილისისთვის ავტობუსების შესაძენად ტენდერს აცხადებს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) თბილისის საქალაქო ტრანსპორტის განახლების პროექტის ფარგლებში ახალი ტენდერი გამოაცხადა. ორგანიზაცია 12 მეტრის სიგრძის, ბუნებრივ აირზე მომუშავე 110 ავტობუსის შეძენას გეგმავს.


პროექტის მიხედვით, კონტრაქტორმა თბილისს 2020 წლის 31 მარტამდე 30 ახალი ავტობუსი, ხოლო 2020 წლის 30 სექტემბრამდე ყველა დანარჩენი ავტობუსი უნდა მიაწოდოს.

სატენდერო მოთხოვნების მიხედვით, წინადადების წარმდგენ კომპანიას გასული სამი წლის განმავლობაში, მინიმუმ 30 მილიონი ევროს ბრუნვა უნდა ჰქონდეს. იმ შემთხვევაში თუ ტენდერის მონაწილე არა - ავტობუსების მწარმოებელი, არამედ ავტოდილერი კომპანია იქნება, მას გასული სამი წლის განმავლობაში მინიმუმ 600, 11 მეტრზე დიდი ზომის ავტობუსის რეალიზაციის გამოცდილება უნდა ჰქონდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system